Saturday, June 9, 2012

გამოყენებული მასალები


Friday, June 8, 2012

რიოს კარნავალი


     რიოს კარნავალი ერთ ერთი ყველაზე ცნობილია მთელს მსოფლიოში. ათასობით სამბას მოცეკვავე გარშემორტყმულია მომღერლებით, დრამერებითა და უბრალო ხალხით, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ბრაზილიას სტუმრობს უამრავი ტურისტი. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან სპეციალურ კოსტიუმებში, რაც ძალზედ მომხიბვლელი სანახაობაა. ეს ეპიკური მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაიცემ მსოფლიოს წამყვალ ტელევისზიების მიერ.


        ბრაზილიიის ცნობილი კარნავალი სათავეს იღებს პორტუგალიელების წინა სამარხვო ზეიმიდან სახელწოდებით ენტრუდო. ეს იყო ქაოტური ღონისძიება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს ესროდნენ ტალახს, წყალსა და საჭმელს, რაც ხშირად ნგრევით სრულდებოდა. რიოს კარნავალი პირველად ჩატარდა 1840 წელს, ხოლო მასში სამბის ელემენტები შემოიტანეს 1917 წელს. სამბა ეს არის ანგლოთა სემბის, ევროპული პოლკას, აფრიკული ბატუკისა და კუბური ჰაბანერას ნაზავი. რასაც ჩვენ დღეს სამბას ვუწოდებთ შედეგია შავკანაინი გადასახლებული მოსახლეობის უკან დაბრუნების აღსანიშნავი დღისა.

         დღესდღეობით კარნავალი ორგანიზდება სამბას სკოლის მიერ, რომელიც პირველად სკოლა 1928 წელს დაარსდაკარნავალი არის ყველაზე ცნობილი და სასურველი დასვენება ბრაზილიაში და ეს ღონისძიება მთელი კვირა გასტანს. ამ პერიოდში ყველა სამსახური ისვენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით სანაპირო ზოლის ქალაქებში 24 საათიან რეჟიმში იმართება ზეიმი. სწორედ ამ პერიოდში იყიდება ალკოჰოლის 80 % და ბრაზილიას სტუმრობს ტურისტების 70 % წლიური წილიდან. მთავრობას მობილიზებული ჰყავს ჯგუფები სიფრთხილის შენარჩუნების მიზნით.

        კარნავალის სპეციალური ჟიური “სამბას” საუკეთესო სკოლასა და “კარნავალის მეფეს” ირჩევს. “მეფეს” ქალაქის მერი ქალაქის გასაღებს გადასცემს. “კარნავალის მეფე” ქალაქის სრულუფლებიანი მმართველი ხდება (ოთხი დღით) და ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კანონის გაუქმების ან შექმნის უფლება აქვს.






კაპოეირა




       კაპოეირა – ეს არის ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება. ორთაბრძოლა მიმდინარეობს წრეში, რომელსაც ორტუგალიურად როდა ჰქვია. წრის გარეთ მყოფნი უკრავენ მუსიკას, მღერიან და ტაშით ამხნევებენ მებრძოლებს. კაპოეირა უმეტესად  რიტუალური ბრძოლაა, როგორც შემტევი ისე თავდაცვითი მოძრაობებით, ფინტებით და აკრობატიკით.




                          კაპოეირას ისტორია


     მას შემდეგ, რაც მეთექვსმეტე საუკუნეში პორტუგალიელებმა ბრაზილიის კოლონიზაცია მოახდინეს, ახალი ეპოქა დაიწყო ბრაზილიელების ისტორიაში. პორტუგალიელები მიხვდნენ, რომ ქვეყანა ბუნებრივი სიმდიდრეებით იყო დაჯილდოებული და ამ ყველაფრიდან ეკონომიკური სარგებლის მიღება დაისახეს მიზნად, ამისთვის კი მონური შრომის გამოყენება განიძრახეს.
     თავიდან სამუშაო ძალად ისინი ადგილობრივ ინდიელებს იყენებდნენ, მაგრამ ინდიელების ფიზიკური და კულტურული თავისებურებები წინააღმდეგობაში მოდიოდა მონურ შრომასთან, რის გამოც ხშირი იყო ამბოხებები. სამუშაო ძალა ნელ-ნელა შემცირდა. კოლონიზატორებმა ამ სიტუაციიდან გამოსავლად აფრიკელი ხალხის დამონება მიიჩნიეს. “შავი ადამიანებით” ვაჭრობა, რომლებიც აფრიკის კონტინენტიდან ახალ სამყაროში გადმოჰყავდათ, იყო იმ დიდი ტრაგედიის დასაწყისი, რაც ამ ხალხმა გადაიტანა. ტანჯვა, მათრახის და სიკვდილის კანონები ბატონობდნენ პლანტაციებში მომუშავე მონებზე.
      XVI საუკუნის დასწყისში უკვე ათასობით აფრიკელი გადაიყვანეს გემებით ბრაზილიაში. თავიდან მათ შაქრის პლანტაციებში ამუშავებდნენ, შემდეგ მთებში, მაღაროებში და უფრო მძიმე სამუშაოებზე.  მიუხედავად ჩაგვრისა, მათ მაინც შეინარჩუნეს თავიანთი კულტურა, ტრადიციები და თავისუფლების მოყვარე სული.

    პირველი გადმოცემებით კაპოეირა იყო სარიტუალო ცეკვა, რომელიც მათი რწმენით მწირ ნიადაგზე მცენარეებს ამოცვლაში ეხმარებოდა. იმ წრეს, რომელშიდაც ცეკვა სრულდებოდა ადგილობრივმა ინდიელებმა “capu era” უწოდეს. სწორედ აქედან წამოვიდა ამ საბრძოლო ხელოვნების სახელწოდება.  ამ პერიოდში კაპოეირა ძირითადად მინდვრებში სრულდებოდა, მაგრამ არსებობს ზეპირი გადმოცემები, რომლის მიხედვითაც კაპოეირას მონები აჯანყებების დროს საბრძოლველადაც იყენებდნენ. ამის გამო მისი მიმდევრები ორმაგი წნეხის ქვეშ ჰყავდათ ფერმერებს.
    იმის გამო, რომ მამულები ერთმანეთისაგან დიდი მანძილით იყო დაშორებული, მონები ერთმანეთთან კონტაქტის დამყარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებდნენ, თუ გაიქცეოდნენ , ან თუ პატრონი მათ სხვა მემამულეს მიჰყიდდა. გაქცევებმა და მონებით ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობამ ხელი შეუწყო კაპოეირას გავრცელებას, აფრიკიდან ჩამოყვანილი მონების სხვადასხვა ჯგუფებში. შეხვედრებისას ისინი ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიდნენ გაქცეული მონების დასახლებების შესახებ, რომლებსაც  “Quilombo” -ს უწოდებდნენ. გაქცეული აფრიკელები კოლონიზატორებისაგან შორს, ტყეებში სახლდებოდნენ. ყველაზე მეტად ასეთმა დასახლებებმა შეუწყო ხელი კაპოეირას , როგორც სხვადასხვა კულტურების ნარევის განვითარებას.  ყველაზე დიდი გავლენა მის ჩამოყალიბებაში ნაგოს და ბანტუს ტომებს  ჰქონდათ.



      მეცხრამეტე საუკუნეში , მონობის გაუქმების შემდეგ, ყოფილი მონებისთვის ცხოვრება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ისინი მართალია თავისუფლები იყვნენ, მაგრამ ხშირად არ ჰქონდათ სამუშაო, თავშესაფარი და საჭმელი. რადგან გადარჩენის სხვა გზა არ ჰქონდათ, დაიწყეს მოსახლეობის ძარცვა და დაყაჩაღება, რომლის დროსაც კაპოეირას დამხმარე საშუალებათ იყენებდნენ. ამ ყველაფერმა შეცვალა შეხედულება კაპოეირაზე, მის მიმდევრებს როგორც კრიმინალებს ისე უყურებდნენ.. 1890 წლიდან 1937 წლამდე კაპოეირა კანონით აიკრძალა, კანონდამრღვევებს ორიდან ექვს თვემდე პატიმრობით სჯიდნენ.
          მეოცე საუკუნის პირველი ოცდაათი წლის განმავლობაში ხშირი იყო კონფლიქტები პოლიციასა და კაპოეირას მიმდევრებს შორის, რომლებიც იარაღად მაჩეტეებს და სამართებლებს იყენებდნენ. ძირითადი შეტაკებები ხდებოდა პერნამბუკოში, ბაიაში და რიო დე ჟანეიროში.
          1937 წელს გაუქმდა ამკრძალველი კანონი და კაპოეირამ კვლავ განაგრძო განვითარება. ამ დროიდან დაიწყო მისი სოციალურ-კულტურული აღმასვლა.ის გახდა ბრაზილიაში მცხოვრები ხალხის კულტურის შემადგენელი  ნაწილი. კაპოეირა აისახებოდა მუსიკაში, ლიტერატურაში, თეატრალურ დადგმებში. ის შავი ეპოქა, როცა კაპოეირას საზღვრებს უწესებდნენ, დამთავრდა, ის გახდა მთელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა.
         დღეს კაპოეირას მრავალი მიმდევარი ჰყავს, როგორც ბრაზილიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კაპოეირამ შეიძინა გლობალური მნიშვნელობა, მას აღიქვამენ, როგორც ხელოვნებას, რომელიც რიტმებსა და მოძრაობებში გამოიხატება და რომელიც წარმოაჩენს დაჩაგრული ხალხის კრეატიულობას, მათ   თავისუფლების მოყვარე სულს.






საინტერესო ფაქტები

       top 10 საუკეთესო პლაჟს შორის მე-2 ადგილზეა ბრაზილიის,რიო დე ჟანეიროს იპანემას პლაჟი.


      ეს პლაჟი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში ქალებმა სწორედ აქ დაიწყეს ტანგას ტარება. ეს თავისუფლების ატმოსფერო კვლავაც ცოცხალია რიო დე ჟანეიროში. ეს არის ქალაქი, რომელიც სავსეა სიცოცხლით და საკუთარი აზრის გამოხატვის ტოლერანტულობით, როგორც სანაპიროებზე ისე მის გარეთ.




         5 ულამაზეს საზღვარს შორის ბრაზილიას მე-5 ადგილი უკავია
    5-ე ადგილზეა ბრაზილია-არგენტინის საზღვარი რომელიც იგუაზუს ჩანჩქერზე გადის იგი მისსავე სახელწოდების ნაციონალურ პარკში მდებარეობს, ბრაზილიაში.ამ ჩანჩქერის ზომა არანაკლებია მსოფლიოში უგრძესი ჩანჩქერის ვიქტორიაზე.ეს საზღვარი რომ გადალახოთ ჩანჩქერზე 260 საფეხური უნდა გაიაროთ, რათქმაუნდა გაკეთებულია ბილიკიც.





სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას?


     ბრაზილია დედამიწაზე ქვეყნებს შორის ერთ–ერთი ულამაზესია. მაგრამ კრიმინალური სიტუაცია აქ საგანგაშოა. განსაკუთრებით დიდია მკვლელობებისა და გაუპატიურებების რიცხვი. ქურდობა და „ხანმოკლე“ გატაცებებიც საკმაოდ ხშირია. მსხვერპლი შეიძლება პირდაპირ საბანკო ავტომატთან მდგომი მოიტაცონ. თუმცა გამოსასყიდს არც ისე ბევრს ითხოვენ. სან პაულო და სალვადორი ცნობილია გაუთავებელი ყაჩაღური თავდასხმებით(GTA Live). არც რიო–დე ჟანეიროა ამ მხრივ გამონაკლისი, რაც ძირითადად განპირობებულია ძალიან დიდი განსხვავებით სოციალურ ფენებს შორის.





      ბრაზილიას კათედრალი ბრაზილიაში. იგი აგებულია 1970 წელს


ეროვნული პარკები

    აბროლოსის ეროვნული პარკი  — ეროვნული პარკი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს ბაიას შტატშიატლანტიკის სანაპიროზე. პარკი წარმოადგენს ხუთი კუნძულისაგან შემდგარ არქიპელაგს.


ფაილი:Ilha Redonda.jpg


      ამაზონიის ეროვნული პარკი  მდებარეობს ბრაზილიაში. პარკი წარმოადგენს ბუნებრივ ნაკრძალს, რომელიც შექმნილია ამაზონის ეკოსისტემის დაცვის მიზნით. მდებარეობს ბრაზილიის ჩრდილოეთ რეგიონში, პარას შტატში, ატაიტუბის მუნიციპალიტეტში.პარკი შეიქმნა 1974 წელს და მოიცავს 945 851 ჰექტარ ტერიტორიას.

        ემასის ეროვნული პარკი მდებარეობს ბრაზილიაშიგოიასისა და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატებს შორის, ბრაზილიის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში. ამ პარკში წარმოდგენილია თავისებური ეკოსისტემა. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უტყეო, შიშველი სავანაა. წარმოდგენილია ველური ბუნების ფართო სპექტრი. აქ ბინადრობენ ტერმიტებიგიგნტური ანთარები, ფაფრიანი მგლები, ჯავშნოსნებისირაქლემა ნანდუ.2001 წელს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


   იგუასუს ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ბრაზილიაში. იგი ყველასათვის ცნობილია იგუასუს ჩანჩქერითა და ველური ბუნებით (განსაკუთრებით ფრინველთა მრავალფეროვნებით), რომელიც მოიცავს უიშვიათეს და გადაშენების პირას მყოფ ფაუნის სახეობებს.ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ტყისა და ბიოსისტემის ხუთივე სახეობა ერთადაა წარმოდგენილი. პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

     ჟაუს ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ბრაზილიაშიამაზონასის შტატში. იგი წარმოადგენს უდიდეს ტყის რეზერვს მთელს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 23. 000 კმ. კვ-ზე.პარკში შესვლა შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ ბრაზილიის მთავრობის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით. პარკი ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესოდ შენახული ამაზონის ტროპიკული ტყე. აქ ბინადრობენ იაგუარები, მდინარის დელფინები (ბოტო) და ფლორისადა ფაუნის სხვა უამრავი წარმომადგენლები.


       პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი (პორტ. Parque Nacional do Pico da Neblina) - ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ბრაზილიაშივენესუელის საზღვართან. პარკი შეიქმნა 1979 წელს და დღეისათვის წარმოადგენს ბრაზილიის ერთ-ერთ უდიდეს ეროვნულ პარკს 22,200 კვ.კმ ტერიტორიით. პარკმა სახელი მიიღო მასში მდებარე ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალისგან - პიკო-და-ნებლინასგან (2,994 მ). პარკი დაფარულია ამაზონის გაუვალი ტყეებითა და მცენარეთა სხვა მრავალი სახეობებით. ველური ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, წარმოდგენილია რამდენიმე განსაკუთრებული სახეობა - ნებლინის უაკარი (მაიმუნი) და გაიანური კლდის მამალი.პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი მდებარეობს ამაზონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ტენიან ადგილას (4.000 მმ წელიწადში).პარკში შესასვლელად საჭიროა სპეციალური ნებართვა და მასში არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა.

          ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაშიამაზონის აუზშიამაპას შტატისტერიტორიაზე. ესაზღვრება საფრანგეთის გვიანას და სურინამს.ბრაზილიის მთავრობისა და ბუნებრივი რესურსების მსოფლიო ფონდის (WWF) თანამშრომლობით, 2002 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადდა ეროვნულ პარკად.ტერიტორია მოიცავს 38,874 კმ²-ს, რითიც წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ტროპიკული ტყეების ეროვნულ პარკს. ის უფრო დიდია ვიდრე მთელი ბელგია. თუ მას დავუმატებთ მის მოსაზღვრე გვიანის ამაზონის ეროვნულ პარკსაც, რომელიც საფრანგეთის გვიანაში მდებარეობს მაშინ მათი საერთო ფართობი აღწევს 59174 კმ²-ს. ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია და აქვს დიდი ეკოლოგიური ღირებულება. განსაკუთრებით მისი ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით, თევზეულობით, და ენდემური ფრინველების სახეობებით. ის არისიაგუარებისპრიმატების, წყლის კუებისარწივების და მღრღნელების გავრცელების არეალი.ბრაზილიის ამაპას შტატის უმაღლესი მწვერვალი (701 მ.) მდებარეობს ამ პარკში.[1]

         უბაჟარა (პორტ. Parque Nacional de Ubajara) – ეროვნული პარკი ბრაზილიაშისეარის შტატში. უმცირესი ბრაზილიის 35 ეროვნულ პარკს შორის 5.63 კვ.კმ ფართობით. უბაჟარის საგანძურს წარმოადგენს გროტები. ქალაქ ფორტალეზადან 320 კილომერტრის მოშორებით, იბიაპაბის მთის ფერდობებზე, მდებარეობს შთამბეჭდავი გროტი, რომელიც სავსეა სტალაქტიტებითა დასტალაგმიტებით. ისინი ათასობით წლის მანძილზე ფორმირდებოდა კირქვისა და წყლის მოქმედებით.





ბრაზილიის ეროვნული პარკები


        ეროვნული პარკი – დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN II კატეგორიას.
        ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.
          ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.
       ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:
  1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  2. ბუნების მართვავდი დაცვის ზონა – ბუნების მართვადი დაცვის ზონა ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  3. ვიზიტორთა ზონა – ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  4. აღდგენის ზონა – აღდგენის ზონა ეწყობა ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის.
  5. ისტორიულ-კულტურული ზონა – ისტორიულ-კულტურული ზონა ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს).
  6. ადმინისტრაციის ზონა – ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
  7. ტრადიციული გამოყენების ზონა – ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულად გამოყენებასათან დაკვშირებული სამეურნეო საქმია ნობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება
.


ბრაზილია

República Federativa do Brasil
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
ქვეყნის დროშაქვეყნის გერბი
დროშაგერბი
ჰიმნი: Hino Nacional Brasileiro
დევიზი: წესრიგი და პროგრესი
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქიბრაზილია
უდიდესი ქალაქისან-პაულუ
ოფიც. ენებიპორტუგალიური
მთავრობასაპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტიდილმა რუსეფი
ფართობი
 - საერთო

 - წყალი (%)

8,514,877 კმ²(მე-5)

  0.65%
მოსახლეობა
 - 2009 სავ.
 - 2000 ცენზი
 - სიმჭიდროვე

192,272,890 (მე-5)
169,799,170
22 ად/კმ² (182-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$1.804 ტრილიონი (მე-8)

$11,873 (65-ე)
აგი (2007)Increase2.svg 0.800 (მაღალი) (70-ე)
ვალუტარეალი (BRL)
დროის სარტყელი(UTC -2-დან -5-მდე)
ქვეყნის კოდიBRA
ccTLD.br
სატელეფონო კოდი+55
         ქვეყნის სახელწოდება Brasil მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი ინდიელებიუწოდებენ „პაუ-ბრაზილს“.





გეოგრაფია

       ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10-ს (ყველას, ეკვადორისა და ჩილეს გამოკლებით). ესენია: ურუგვაიარგენტინაპარაგვაიბოლივიაპერუკოლუმბიავენესუელაგაიანა,სურინამი და საფრანგეთის გვიანა.მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან - 597 კმ.საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვსატლანტის ოკეანეზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი - 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას.
 



ფლორა და ფაუნა

      ბრაზლიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით, რომელიც გავრცელებულია წითელ ფერალიტურ ნიადაგებზე. ბრაზილიისმცენარეული საფარი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ფლორისტული შემადგენლობა 50.000 მცენარეს შეიცავს, საიდანაც 12.000 ენდემურია. ტყეების ჯიშობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნებით, სიმჭიდროვით და მრავალიარუსლინობით გამოირჩევა ტენიანეკვატორული მარადმწვანე ტყე,რომელიც ცნობილია, როგორც ჰილეები (ბრაზილიაში მას სელვას უწოდებენ). ისინი ვრცელდებიან ძირითადად ამაზონისდასავლეთ ნაწილში. ამაზონის ტყეები ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია 4.000-ზე მეტი ჯიშის მერქნიანი ხე, ვხვდებით ასობითპალმის ჯიშს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 60 მეტრამდე იზრდება.


ეკონომიკა


         ბრაზილია ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით და სამრეწველო პოტენციალით. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდამდე, ქვეყნისეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ მთავრობის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ცნობილია როგორც განვითარების "ბრაზილიური მოდელი", მნიშვნელოვნად დააჩქარა ეროვნული ეკონომიკური პოტენციალის შემდგომი წინსვლა.


ისტორია

      პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ - 1808წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.