Friday, June 8, 2012

ბრაზილია

República Federativa do Brasil
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
ქვეყნის დროშაქვეყნის გერბი
დროშაგერბი
ჰიმნი: Hino Nacional Brasileiro
დევიზი: წესრიგი და პროგრესი
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქიბრაზილია
უდიდესი ქალაქისან-პაულუ
ოფიც. ენებიპორტუგალიური
მთავრობასაპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტიდილმა რუსეფი
ფართობი
 - საერთო

 - წყალი (%)

8,514,877 კმ²(მე-5)

  0.65%
მოსახლეობა
 - 2009 სავ.
 - 2000 ცენზი
 - სიმჭიდროვე

192,272,890 (მე-5)
169,799,170
22 ად/კმ² (182-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$1.804 ტრილიონი (მე-8)

$11,873 (65-ე)
აგი (2007)Increase2.svg 0.800 (მაღალი) (70-ე)
ვალუტარეალი (BRL)
დროის სარტყელი(UTC -2-დან -5-მდე)
ქვეყნის კოდიBRA
ccTLD.br
სატელეფონო კოდი+55
         ქვეყნის სახელწოდება Brasil მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი ინდიელებიუწოდებენ „პაუ-ბრაზილს“.





გეოგრაფია

       ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10-ს (ყველას, ეკვადორისა და ჩილეს გამოკლებით). ესენია: ურუგვაიარგენტინაპარაგვაიბოლივიაპერუკოლუმბიავენესუელაგაიანა,სურინამი და საფრანგეთის გვიანა.მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან - 597 კმ.საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვსატლანტის ოკეანეზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი - 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას.
 



ფლორა და ფაუნა

      ბრაზლიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით, რომელიც გავრცელებულია წითელ ფერალიტურ ნიადაგებზე. ბრაზილიისმცენარეული საფარი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ფლორისტული შემადგენლობა 50.000 მცენარეს შეიცავს, საიდანაც 12.000 ენდემურია. ტყეების ჯიშობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნებით, სიმჭიდროვით და მრავალიარუსლინობით გამოირჩევა ტენიანეკვატორული მარადმწვანე ტყე,რომელიც ცნობილია, როგორც ჰილეები (ბრაზილიაში მას სელვას უწოდებენ). ისინი ვრცელდებიან ძირითადად ამაზონისდასავლეთ ნაწილში. ამაზონის ტყეები ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია 4.000-ზე მეტი ჯიშის მერქნიანი ხე, ვხვდებით ასობითპალმის ჯიშს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 60 მეტრამდე იზრდება.


ეკონომიკა


         ბრაზილია ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით და სამრეწველო პოტენციალით. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდამდე, ქვეყნისეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ მთავრობის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ცნობილია როგორც განვითარების "ბრაზილიური მოდელი", მნიშვნელოვნად დააჩქარა ეროვნული ეკონომიკური პოტენციალის შემდგომი წინსვლა.


ისტორია

      პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ - 1808წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.






 

No comments:

Post a Comment