ამაზონიის ეროვნული პარკი მდებარეობს ბრაზილიაში. პარკი წარმოადგენს ბუნებრივ ნაკრძალს, რომელიც შექმნილია ამაზონის ეკოსისტემის დაცვის მიზნით. მდებარეობს ბრაზილიის ჩრდილოეთ რეგიონში, პარას შტატში, ატაიტუბის მუნიციპალიტეტში.პარკი შეიქმნა 1974 წელს და მოიცავს 945 851 ჰექტარ ტერიტორიას.
ემასის ეროვნული პარკი მდებარეობს ბრაზილიაში, გოიასისა და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატებს შორის, ბრაზილიის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში. ამ პარკში წარმოდგენილია თავისებური ეკოსისტემა. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უტყეო, შიშველი სავანაა. წარმოდგენილია ველური ბუნების ფართო სპექტრი. აქ ბინადრობენ ტერმიტები, გიგნტური ანთარები, ფაფრიანი მგლები, ჯავშნოსნები, სირაქლემა ნანდუ.2001 წელს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იგუასუს ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ბრაზილიაში. იგი ყველასათვის ცნობილია იგუასუს ჩანჩქერითა და ველური ბუნებით (განსაკუთრებით ფრინველთა მრავალფეროვნებით), რომელიც მოიცავს უიშვიათეს და გადაშენების პირას მყოფ ფაუნის სახეობებს.ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ტყისა და ბიოსისტემის ხუთივე სახეობა ერთადაა წარმოდგენილი. პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ჟაუს ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ბრაზილიაში, ამაზონასის შტატში. იგი წარმოადგენს უდიდეს ტყის რეზერვს მთელს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 23. 000 კმ. კვ-ზე.პარკში შესვლა შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ ბრაზილიის მთავრობის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით. პარკი ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესოდ შენახული ამაზონის ტროპიკული ტყე. აქ ბინადრობენ იაგუარები, მდინარის დელფინები (ბოტო) და ფლორისადა ფაუნის სხვა უამრავი წარმომადგენლები.

პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი (პორტ. Parque Nacional do Pico da Neblina) - ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ვენესუელის საზღვართან. პარკი შეიქმნა 1979 წელს და დღეისათვის წარმოადგენს ბრაზილიის ერთ-ერთ უდიდეს ეროვნულ პარკს 22,200 კვ.კმ ტერიტორიით. პარკმა სახელი მიიღო მასში მდებარე ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალისგან - პიკო-და-ნებლინასგან (2,994 მ). პარკი დაფარულია ამაზონის გაუვალი ტყეებითა და მცენარეთა სხვა მრავალი სახეობებით. ველური ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, წარმოდგენილია რამდენიმე განსაკუთრებული სახეობა - ნებლინის უაკარი (მაიმუნი) და გაიანური კლდის მამალი.პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი მდებარეობს ამაზონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ტენიან ადგილას (4.000 მმ წელიწადში).პარკში შესასვლელად საჭიროა სპეციალური ნებართვა და მასში არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაში, ამაზონის აუზში, ამაპას შტატისტერიტორიაზე. ესაზღვრება საფრანგეთის გვიანას და სურინამს.ბრაზილიის მთავრობისა და ბუნებრივი რესურსების მსოფლიო ფონდის (WWF) თანამშრომლობით, 2002 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადდა ეროვნულ პარკად.ტერიტორია მოიცავს 38,874 კმ²-ს, რითიც წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ტროპიკული ტყეების ეროვნულ პარკს. ის უფრო დიდია ვიდრე მთელი ბელგია. თუ მას დავუმატებთ მის მოსაზღვრე გვიანის ამაზონის ეროვნულ პარკსაც, რომელიც საფრანგეთის გვიანაში მდებარეობს მაშინ მათი საერთო ფართობი აღწევს 59174 კმ²-ს. ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია და აქვს დიდი ეკოლოგიური ღირებულება. განსაკუთრებით მისი ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით, თევზეულობით, და ენდემური ფრინველების სახეობებით. ის არისიაგუარების, პრიმატების, წყლის კუების, არწივების და მღრღნელების გავრცელების არეალი.ბრაზილიის ამაპას შტატის უმაღლესი მწვერვალი (701 მ.) მდებარეობს ამ პარკში.[1]
უბაჟარა (პორტ. Parque Nacional de Ubajara) – ეროვნული პარკი ბრაზილიაში, სეარის შტატში. უმცირესი ბრაზილიის 35 ეროვნულ პარკს შორის 5.63 კვ.კმ ფართობით. უბაჟარის საგანძურს წარმოადგენს გროტები. ქალაქ ფორტალეზადან 320 კილომერტრის მოშორებით, იბიაპაბის მთის ფერდობებზე, მდებარეობს შთამბეჭდავი გროტი, რომელიც სავსეა სტალაქტიტებითა დასტალაგმიტებით. ისინი ათასობით წლის მანძილზე ფორმირდებოდა კირქვისა და წყლის მოქმედებით.
No comments:
Post a Comment