Friday, June 8, 2012

რიოს კარნავალი


     რიოს კარნავალი ერთ ერთი ყველაზე ცნობილია მთელს მსოფლიოში. ათასობით სამბას მოცეკვავე გარშემორტყმულია მომღერლებით, დრამერებითა და უბრალო ხალხით, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ბრაზილიას სტუმრობს უამრავი ტურისტი. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან სპეციალურ კოსტიუმებში, რაც ძალზედ მომხიბვლელი სანახაობაა. ეს ეპიკური მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაიცემ მსოფლიოს წამყვალ ტელევისზიების მიერ.


        ბრაზილიიის ცნობილი კარნავალი სათავეს იღებს პორტუგალიელების წინა სამარხვო ზეიმიდან სახელწოდებით ენტრუდო. ეს იყო ქაოტური ღონისძიება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს ესროდნენ ტალახს, წყალსა და საჭმელს, რაც ხშირად ნგრევით სრულდებოდა. რიოს კარნავალი პირველად ჩატარდა 1840 წელს, ხოლო მასში სამბის ელემენტები შემოიტანეს 1917 წელს. სამბა ეს არის ანგლოთა სემბის, ევროპული პოლკას, აფრიკული ბატუკისა და კუბური ჰაბანერას ნაზავი. რასაც ჩვენ დღეს სამბას ვუწოდებთ შედეგია შავკანაინი გადასახლებული მოსახლეობის უკან დაბრუნების აღსანიშნავი დღისა.

         დღესდღეობით კარნავალი ორგანიზდება სამბას სკოლის მიერ, რომელიც პირველად სკოლა 1928 წელს დაარსდაკარნავალი არის ყველაზე ცნობილი და სასურველი დასვენება ბრაზილიაში და ეს ღონისძიება მთელი კვირა გასტანს. ამ პერიოდში ყველა სამსახური ისვენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით სანაპირო ზოლის ქალაქებში 24 საათიან რეჟიმში იმართება ზეიმი. სწორედ ამ პერიოდში იყიდება ალკოჰოლის 80 % და ბრაზილიას სტუმრობს ტურისტების 70 % წლიური წილიდან. მთავრობას მობილიზებული ჰყავს ჯგუფები სიფრთხილის შენარჩუნების მიზნით.

        კარნავალის სპეციალური ჟიური “სამბას” საუკეთესო სკოლასა და “კარნავალის მეფეს” ირჩევს. “მეფეს” ქალაქის მერი ქალაქის გასაღებს გადასცემს. “კარნავალის მეფე” ქალაქის სრულუფლებიანი მმართველი ხდება (ოთხი დღით) და ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კანონის გაუქმების ან შექმნის უფლება აქვს.






No comments:

Post a Comment