ეს პლაჟი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში ქალებმა სწორედ აქ დაიწყეს ტანგას ტარება. ეს თავისუფლების ატმოსფერო კვლავაც ცოცხალია რიო დე ჟანეიროში. ეს არის ქალაქი, რომელიც სავსეა სიცოცხლით და საკუთარი აზრის გამოხატვის ტოლერანტულობით, როგორც სანაპიროებზე ისე მის გარეთ.
5 ულამაზეს საზღვარს შორის ბრაზილიას მე-5 ადგილი უკავია
5-ე ადგილზეა ბრაზილია-არგენტინის საზღვარი რომელიც იგუაზუს ჩანჩქერზე გადის იგი მისსავე სახელწოდების ნაციონალურ პარკში მდებარეობს, ბრაზილიაში.ამ ჩანჩქერის ზომა არანაკლებია მსოფლიოში უგრძესი ჩანჩქერის ვიქტორიაზე.ეს საზღვარი რომ გადალახოთ ჩანჩქერზე 260 საფეხური უნდა გაიაროთ, რათქმაუნდა გაკეთებულია ბილიკიც.
სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას?
ბრაზილია დედამიწაზე ქვეყნებს შორის ერთ–ერთი ულამაზესია. მაგრამ კრიმინალური სიტუაცია აქ საგანგაშოა. განსაკუთრებით დიდია მკვლელობებისა და გაუპატიურებების რიცხვი. ქურდობა და „ხანმოკლე“ გატაცებებიც საკმაოდ ხშირია. მსხვერპლი შეიძლება პირდაპირ საბანკო ავტომატთან მდგომი მოიტაცონ. თუმცა გამოსასყიდს არც ისე ბევრს ითხოვენ. სან პაულო და სალვადორი ცნობილია გაუთავებელი ყაჩაღური თავდასხმებით(GTA Live). არც რიო–დე ჟანეიროა ამ მხრივ გამონაკლისი, რაც ძირითადად განპირობებულია ძალიან დიდი განსხვავებით სოციალურ ფენებს შორის.
ბრაზილიას კათედრალი ბრაზილიაში. იგი აგებულია 1970 წელს
No comments:
Post a Comment